ბიძინა ივანიშვილი: ჟურნალისტები “მოქალაქის” პროექტით არ დაინტერესებულან
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტები “მოქალაქის” პროექტით არ დაინტერესებულან, – ამის შესახებ ექსპრემიერმა ჟურნალისტებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადა, სადაც “მოქალაქის” ორი პროექტის “სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა” და “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” პრეზენტაცია გაიმართა.
“ჩვენ გამოვაცხადეთ განაცხადების მიღება, მაგრამ როგორც ვიცი, ჟურნალისტების მხრიდან აქტიურობა არ ყოფილა. ძალიან ცოტა ნაწილმა მოისურვა მონაწილეობა. ეს იყო პირველი პროექტი და საკმაოდ ფართოდ გაშუქდა. როგორც ვიცი, გრძელდება ანალიტიკოსების მომზადების პროცესი, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან აქტიურობა არ გამოვლენილა. დიდი შედეგი არ მოჰყოლია, რამეთუ სურვილი არ ჩანდა ჟურნალისტების მხრიდან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმა მედიასთან პოლიტიკურ თემებზე კომენტარების გაკეთებაზე უარი განაცხადა.