შალვა ნათელაშვილი “დაუნ ვი დიქტეიტეს“ ისტორიას ჰყვება და ბესელიას აკრიტიკებს

„ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას მიერ ევროსაბჭოში ინგლისურ ენაზე გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ ბესელიას მსგავსად არ მოიქცეოდა.
ნათელაშვილი ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ მის მიერ ინგლისურ ენაზე გაკეთებულ შეძახილებსაც იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ ეს ყურადღების მისაქცევად გააკეთა.
“დაუნ ვი დიქტეიტეს“ ისტორიას მოგიყვებით. მიტინგის დროს ყურადღება უნდა მიიქციოთ ხანდახან თავის მოგიჟიანებით, ვაშინგტონში მიტინგზე დამჭირდა, რომ ამ ფრაზებით მიმექცია ყურადღება. მაგრამ როცა პოლიტიკოსი აკადემიურ აუდიტორიაში გამოდიხარ და ინგლისური არ იცი ისეთ დონეზე, ამისთვის არსებობს სინქრონული თარგმანი, ამიტომ მე ქალბატონ ბესელიას ადგილზე დახურულ დარბაზში არ გამოვიდოდი ინგლისური ტექსტით, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო, რასაც დაუსრულებელი შავი პიარი მოჰყვა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა “ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები