„სასულიერო პირები მრევლს თაფლში ორმაგ თანხას ახდევინებენ“

საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრი მეფუტკრეობას სათანადო ყურადღებას არ უთმობს. როგორც გიორგი კეპაშვილი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, სასულიერო პირები მისგან თაფლს თვითღირებულების ფასად ყიდულობენ და მრევლზე ორმაგად ჰყიდიან.
„მინისტრს საუბარში ვუთხარი, რომ, რადგან თვითონ სამინისტრომ აღიარა მეფუტკრეობა წამყვან დარგად, ამ თემაზე ბევრი უნდა იმუშაოთ-მეთქი, მაგრამ რასაც სამინისტროს ვუყურებ, მეფუტკრეობის დარგის წარმომადგენელი არ ჰყავთ და არც უნდათ. რაც შეეხება ეკლესიას, თქვენ იცით, საერთოდ, ეკლესიაში რა ხდება? იქ სხედან კომერსანტები! „ი პრი ტომ ფალშივა მანეტჩიკი“… ეკლესიის რამდენ წარმომადგენელს შევხვედრივარ და აქეთ მატყუებენ, ღმერთო მაპატიე, მაგრამ მე ვსაუბრობ უღირს მამებზე და ერთ-ერთი მამაო დამიკავშირდა და მითხრა, ვიცი, რომ სერტიფიცირებული თაფლი გაქვთ და მაგ თაფლის გაყიდვა მინდა ეკლესიის კიოსკშიო, თან იცოდა, რომ ეკლესიას მივცემდი თაფლს იმავე ფასში, რა ფასშიც შევიძინე, რადგანაც მათ ეს პროდუქტი მრევლისთვის უნდოდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თაფლს ვაძლევდი 8 ლარად და ის აპირებდა ამისგაყიდვას 16 ლარად“, – ამბობს საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარე. მისი თქმით, მაღაზიებში თაფლი ისე იყიდება, რომ სახელმწიფო სტადარტებს არ აკმაყოფილებს. „დღეს შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში და ყველა იქ არსებული პროდუქტი ვნახე, არც ერთი მათგანი არ შეეფერებოდა სახელმწიფო სტანდარტს. ამ დროს გილდიამ გამოაცხადა ბრძოლა ფალსიფიკაციასთან. თაფლი, ძირითადად, შედგება ნახშირწყლებისგან და ამ სახის ნახშირწყლები ყველაზე მეტად სჭირდებათ ბავშვებს, იმიტომ უნდათ სულ ტკბილის ჭამა. ჩვენი ძვლოვანი სისტემა შედგება 65 ელემენტისგან, აქედან 62 ელემენტი თაფლშია. ეს სიცოცხლის წყაროა და დროა, ეს წყარო საქართველოში ადამიანებს მივცეთ“, – აცხადებს კეპაშვილი „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები