“საქართველოს სახალხო დამცველმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში 1-ელ დეკემბერს აქციაზე დაკავებული 20-მდე პირი მოინახულა” – ომბუდსმენის აპარატი

“2 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში 1-ელ დეკემბერს აქციაზე დაკავებული 20-მდე პირი მოინახულა”, – ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დაკავებულებს სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ და ასეთივე სურათი მას დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც დახვდა.

„ფაქტია, რომ პოლიცია მომიტინგეთა დაკავებისას ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებს; სახეზევე ეტყობათ ადამიანებს ამ ძალადობის კვალი. უკვე მრავალგზის მოვუწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას მოქალაქეების დაკავების მომენტში, ხოლო, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ასეთ შემთხვევებზე დროული რეაგირება იქონიოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები