სტუდენტები თსუ-ის რექტორთან შეხვედრას ითხოვენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ.
ჯაბა სამუშია შეხვედრაზე თანახმაა – ის ამბობს, რომ 10 ადამიანს კამერების გარეშე შეხვდება.
უნივერსიტეტთან პროტესტს სტუდენტები მარშით შეუერთდნენ.