ოლაფ შოლცი – გერმანია უკრაინას 650 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 650 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის ახალ პარტიას გაუგზავნის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შოლცს კიევში ვიზიტით სურს, გამოხატოს სოლიდარობა და ნათლად აჩვენოს, რომ გერმანია დარჩება უკრაინის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად ევროპაში.
„1000 დღეზე მეტია, უკრაინა გმირულად იცავს თავს რუსეთის დაუნდობელი აგრესიისგან. ვგეგმავ, გამოვაცხადო 650 მილიონი ევროს ღირებულების დამატებითი თავდაცვითი აღჭურვილობა, რომელიც დეკემბერში იქნება მიწოდებული“, – აღნიშნა შოლცმა.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილით ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ეს მისი მეორე ვიზიტია.