ჩერგოლეიშვილი – ოპოზიციას: მორჩით ამ ომობანას თამაშს ეს “სტრატეგოსები”, ნუ შეგვჭამეთ”
“სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა, როცა მთავრობას აქვს ომი (საომარი მდგომარეობა) გამოცხადებული”, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართავს.
“მეგობრებო, სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა როცა მთავრობას აქვს ომი (საომარი მდგომარეობა) გამოცხადებული.
იქამდე არაა.
და მორჩით ამ ომობანას თამაშს ეს “სტრატეგოსები”. ნუ შეგვჭამეთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი.