“მიმდინარე აქციების განმავლობაში, სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც 4 ამ დრომდე რჩება კლინიკაში” – შსს

“რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები, როგორც წინა დღეებში, კვლავ განაგრძობენ ძალადობრივ ქმედებებს”, – შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რამდენიმე საათია,  აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ხორციელდება.

“ისინი სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან. პოლიციელების მისამართით ისვრიან ქვებს, პიროტექნიკას, ცეცხლმოკიდებულ ნივთებს, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 1-2 დეკემბერს დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი. სამართალდამცველებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების განმავლობაში, სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც 4 ამ დრომდე რჩება კლინიკაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის აგრესიულ წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები