“89 დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობას” – გიორგი ჩაკვეტაძე

“89 დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

„89 დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობას. ასევე, მეორე საკითხი იქნება პარლამენტის სპიკერის არჩევა და მესამე საკითხად იქნება წარმოდგენილი თანამდებობის პირების, ამ შემთხვევაში სპიკერის მოადგილეების და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა“, – განმარტა ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები