“გიორგობის დღესასწაულზე ჩატარებულ საყოველთაო ნათლობაზე ქრისტეს ნათელს 700-მდე ბავშვი ეზიარა” – საპატრიარქო
“გიორგობის დღესასწაულზე ჩატარებულ საყოველთაო ნათლობაზე ქრისტეს ნათელს 700-მდე ბავშვი ეზიარა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღეისთვის, მისი უწმინდესობის ნათლულთა რიცხვი 48000-ზე მეტია.
“ღმერთი იყოს ჩემი ნათლულების, თქვენი და საქართველოს მფარველი და შემწე”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულზე, ქადაგებისას.