აშშ ბირთვულ სტრატეგიას ცვლის

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი ბირთვულ სტრატეგიას ცვლიან.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რიჩარდ ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანას ბევრი ბირთვული კონკურენტი ჰყავს.

“ამერიკას მსოფლიოში არაერთი ბირთვული კონკურენტი ჰყავს, რომლებიც საკუთარ ბირთვულ პოტენციალს ზრდიან და ახდენენ შეიარაღების მოდერნიზებას. მოწინააღმდეგეები გამოწვევას უქმნიან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას. უსაფრთხოების გარემოს განვითარებასთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს 2022 წლის ბირთვული მდგომარეობის მიმოხილვის კორექტირება”,- განაცხადა ჯონსონმა.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ამერიკამ რუსეთისა და ჩინეთის გამოწვევებს უნდა უპასუხოს და ბირთვული შეკავების პოტენციალი გააძლიეროს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები