ირაკლი ქადაგიშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები კანონითაა გაწერილი, პარლამენტი როდესაც შეიკრიბება, ის დაადგენს კონკრეტულ დღეს, იანვრის პირველი ნახევრისთვის პროცედურები უკვე დასრულებული იქნება

,,საპრეზიდენტო არჩევნები კანონითაა გაწერილი, პარლამენტი როდესაც შეიკრიბება, ის დაადგენს კონკრეტულ დღეს, იანვრის პირველი ნახევრისთვის პროცედურები უკვე დასრულებული იქნება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი როდესაც შეიკრიბება, ის დაადგენს საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტულ დღეს.

„საპრეზიდენტო არჩევნების დაგეგმვა არის კანონით გაწერილი და სწორედ ამ კანონის მიხედვით მოხდება ყველაფერი. ეს არ არის ვიღაცის ნება-სურვილზე დამოკიდებული, ამიტომ პარლამენტი როდესაც შეიკრიბება, ის დაადგენს საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტულ დღეს. ეს ჩატარდება პარლამენტში, 300 ხმოსანი ირჩევს პრეზიდენტს, ესენი არიან პარლამენტის სრული შემადგენლობა, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოები სრული შემადგენლობით და დარჩენილი ადგილები გადანაწილდება პარტიების მიერ საკრებულოებში პროპორციული არჩევნების წესით მიღებული ხმების პროპორციულად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები