ასლან ბჟანია – “ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში”

ოკუპირებული აფხაზეთის “ექსპრეზიდენტის”, ასლან ბჟანიას გუნდი მომავალ რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც რუსული მედია ბჟანიაზე დაყრდნობით წერს, ის მოგვიანებით თავის პოზიციას თავად გამოაცხადებს.

„უკვე ვთქვი, რომ შესვენებას ვიღებ, მაგრამ მოგვიანებით გამოვაცხადებ ჩემს პოზიციას. არჩევნები უნდა ჩატარდეს, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში“, – განაცხადა ბჟანიამ.

ამასთან, ამ დროისთვის სოხუმში “პოლიტიკური კრიზისის საკოორდინაციო საბჭო” მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგში საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები