“უცხოეთიდან ვერავინ ვერ იქნება ჩვენი ხალხის ისეთი მხარდამჭერი, როგორც ამას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება” – მათიკაშვილი
“უცხოეთიდან ვერავინ ვერ იქნება ჩვენი ხალხის ისეთი მხარდამჭერი, როგორც ამას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლებაზე მეტად ის განცხადებები დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, რომელიც დასავლეთიდან მოემართება, ძალიან ცდება. სწორედ ამის იმედზე იყო სოფო ჯაფარიძე და მთელი რადიკალური “ნაცმოძრაობა” არჩევნებამდე, რომ დასავლეთიდან მიღებული ინფორმაციით, მესიჯებით და მაშველი რგოლებით ისინი შეძლებდნენ და არჩევნებს მოიგებდნენ. არ დადიოდნენ, ხალხის შეხედულებებს, აზრებსა და პრობლემებს არ ეცნობოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, რა თქმა უნდა, უდიდესი კრახი განიცადეს და თვითონ გახდნენ იმ ტყუილების მსხვერპლი, რომლის საზოგადოებისთვის მიწოდებას ცდილობდნენ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.