დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც 30 ვერცხლად შეუძლიათ სამშობლოს გაყიდვა
,,ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც 30 ვერცხლად შეუძლიათ სამშობლოს გაყიდვა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის მისამართით “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“უმეცრებისა და სისულელეების ზეიმს ვაწყდებით ოპონენტების მხრიდან, როდესაც მათი მხრიდან მოვლენების შეფასებებს ვისმენთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პოლიციელი არის გმირი და მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო და მთლიანად შსს-ს ასე უმწიკვლოდ ჩატარებული იმ ოპერაციისთვის, რასაც გზის გათავისუფლება ჰქვია.
სამწუხაროდ, ის მოცემულობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, არანაირ სახელმწიფოებრიობას არ მოიცავს. ძალიან კარგი მაგალითია ის წერილი, რომელიც ამ ადამიანებმა გააგზავნეს ბრიუსელში, რომელიც შპიონაჟით არის სავსე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც 30 ვერცხლად შეუძლიათ სამშობლოს გაყიდვა”,- აცხადებს დავით მათიკაშვილი.