“აქცია კი არა, მთავარია შინაარსი” – პაატა მანჯგალაძე

“თბილისში აქციებზე 100 ათასზე მეტი კაცი გამოსულა, ყოველი მეოთხე ოჯახიდან ერთი კაცი. აქცია კი არა, მთავარია შინაარსი და შინაარსი არის უწყვეტი პროტესტი ახალი არჩევნების მოთხოვნით”, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი იქნება განგრძობადი.

“ყოველ ორ საათში ხდება განახლება და დღის განმავლობაში რომ დათვალო სწორი სტატისტიკით, ალბათ, გამოვა, რომ 30-40 ათასი ადამიანი მოდის სხვადასხვა დროს. უამრავი ადამიანი იდგა აქ, წავიდნენ სხვები, მოვიდნენ ახლები, ანუ მუდმივი პროცესია, რაღაც კერა არსებობს პროტესტის, ვისაც რა დრო აქვს მაქსიმალურად ცდილობს რომ მოვიდეს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები