“როგორ შეიძლება, ზურაბიშვილი ამბობდეს, რომ აგრესიით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, როცა „მოლოტოვის კოქტეილების“ გამომყენებელი არათუ შეიწყალა, არამედ გმირად გამოაცხადა” – ვოლსკი

“როგორ შეიძლება, ზურაბიშვილი ამბობდეს, რომ აგრესიით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, როცა „მოლოტოვის კოქტეილების“ გამომყენებელი არათუ შეიწყალა, არამედ გმირად გამოაცხადა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს “თაღლითური და თვალთმაქცური ტაქტიკაა”.

“ეს იგივე თაღლითური და თვალთმაქცური ტაქტიკაა, რომელიც არის მაგალითად, ახალდაქორწინებულების აქციაზე მისვლა, პოლიციელებისთვის ვითომ ყვავილების ჩუქება, რაღაც მხიარული თამაშების მოგონება. არქივს თუ გადახედავთ, ზუსტად ასე იწყება მაიდნის ორგანიზება. ბევრი ჩვენი ახალგაზრდა არ არის გაცნობიერებული ამ ტაქტიკაში, შეიძლება, გულწრფელად არიან აყოლილი ამ გეგმას, მაგრამ ფაქტია, რომ ამოცანა სისხლის ღვრაა. სალომე ზურაბიშვილის განცხადება, ვითომდა კორექტული, ვითომდა კონსტრუქციული, ღაღადებს აბსოლუტურ, წარმოუდგენელ შეუსაბამობას კანონთანაც და იმ რეალობასთან, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. საქართველო წელში გამართული ქვეყანაა, დემოკრატიული და განვითარებული ინსტიტუტებით. ამას რევიზია არ სჭირდება. რევიზია უკვე მოხდა და ამ რევიზიამ დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტითაა ჩატარებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები