“როდესაც გინდა, დაამტკიცო, რომ არის გაყალბება და ამ დროს მტკიცებულებები არ გაქვს, ბუნებრივად კიდევ უფრო ართულებ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ხარ” – გურამ მაჭარაშვილი

“როდესაც შენ გინდა, დაამტკიცო, რომ არის გაყალბება და ამ დროს მტკიცებულებები არ გაქვს, ბუნებრივად კიდევ უფრო ართულებ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ხარ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ სიმართლის მხარეს დამდგარიყვნენ.

„ამერიკის საზოგადოებამ გადაწყვიტა ის, რომ სიმართლის მხარეს დამდგარიყო. მოუწია მეორე მხარეს, რომ რამდენიმე საათში ეღიარებინა მარცხი. აი ასე უნდა ასწავლონ უცხოელმა პატრონებმა თავის აგენტურას საქართველოში, მარცხის აღიარება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები