ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, დღევანდელ საპროტესტო აქციას 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეუერთდებიან

დღევანდელ საპროტესტო აქციას, რომელიც 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი, 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეუერთდებიან.

როგორც ,,კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, უცხოელი ლიდერები ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ.

დღევანდელ შეკრებაზე აქტივისტები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები