“რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადიკალური ოპოზიცია კი ტაშს უკრავს” – რატი იონათამიშვილი

“რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადიკალური ოპოზიცია კი მათ განცხადებებს ტაშს უკრავს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყნის მტერია ყველა, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრობს.

„თავიდან საგარეო კომიტეტის 12 ხელმძღვანელი ჩამოდიოდა და ბოლოს რვა ჩამოვიდა. ამ ადამიანებს ვინც უსმინა, მათ მზაკვრულ გეგმებში დარწმუნდებოდა. პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადიკალური ოპოზიცია კი მათ განცხადებებს ტაშს უკრავს. მარტივი კითხვაა, რაზეც პასუხის გაცემა იოლია – არის თუ არა ქვეყნის მტერი ის, ვისაც საქართველოსთვის უვიზოს შეჩერება უნდა? რა თქმა უნდა, ასეა. ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ გაკოტრებულ ოპოზიციას იმპულსს მისცემენ, პირიქით არის. ისინი საზოგადოებისთვის უფრო მიუღებლები გახდებიან. ქვეყნის მტერია, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრობს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები