თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის ერთობლივი სარჩელების განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის ერთობლივი სარჩელების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
საია, “ძლიერი საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმებისა და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.
მიმდინარე საქმეში მოპასუხე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.