ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პროტესტი სამართალდამცველების მიერ ცესკოს ეზოს ჭიშკრის დაკეტვას მოჰყვა, რამაც აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია.
ამ წუთებში, ტერიტორიაზე კვლავ ხმაურია.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კვლავ აპროტესტებენ. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, საპროტესტო აქციები ყოველ დღე გაიმართება.
ცესკოსთან მიმდინარე აქციის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს.