მიხეილ სარჯველაძე თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

“ისაუბრეს საქართველო-თურქეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია.

შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები