“ჩვენ რომ მოგვცენ უფლება, ჩვენი ცივილიზაცია ჩვენვე ვაშენოთ, ეს 26 ოქტომბერს უნდა დავამტკიცოთ” – ლევან გაჩეჩილაძე

“ჩვენ რომ მოგვცენ უფლება, ჩვენი ცივილიზაცია ჩვენვე ვაშენოთ, ეს 26 ოქტომბერს უნდა დავამტკიცოთ. ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდეთ და დავამტკიცოთ ის, რისი დამტკიცებაც ჩვენ შეგვიძლია და თუ ამას ძალიან ძლიერად დავამტკიცებთ, ვერც მტერი, ვერც ბულინგი მოგვერევა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ.

„ვაპირებთ ღია წერილის დაწერას და დასავლეთს გვინდა მივმართოთ. ხვალ-ზეგ სოციალურ ქსელშიც გამოჩნდება. წერილში ვყვებით, რომელი ცივილიზაციიდან მოვდივართ, რომ ისეთი ცივილიზაციიდან ვართ, რომელსაც 17 საუკუნის ქრისტიანობა გვაქვს, ჩვენ ვართ „ვეფხისტყაოსნის“ ცივილიზაცია, ვართ ცივილიზაცია, სადაც რამდენიმე კვადრატულ მეტრში ყველანაირი ეკლესიაა აშენებული. ჩვენ ვართ ცივილიზაცია, რომელიც ამხელა იმპერიების შუაში გადავრჩით. ჩვენ რომ მოგვცენ უფლება, ჩვენი ცივილიზაცია ჩვენვე ვაშენოთ, ეს 26 ოქტომბერს უნდა დავამტკიცოთ. ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდეთ და დავამტკიცოთ ის, რისი დამტკიცებაც ჩვენ შეგვიძლია და თუ ამას ძალიან ძლიერად დავამტკიცებთ, ვერც მტერი, ვერც ბულინგი მოგვერევა და ვიქნებით ისე, გავაგრძელებთ აგურ-აგურ ქვეყნის შენებას ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში ვაშენებდით. ნებისმიერი ხმა გადამწყვეტია. საქართველოს ვერ დავკარგავთ, ვერც სხვა ქვეყანას გადავაბარებთ და ვერც სხვა ქვეყანას აღმოვაცენებთ აქ. საქართველო უნდა იყოს საქართველო წარსულში, აწმყოში და მომავალშიც“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები