ცუცქირიძე – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნაზე: პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სრული აბსურდი, არამედ კონსტიტუციური ველიდან გასვლაც

“რადგან ქალბატონი პრეზიდენტი კვლავ აქტიურად ატირაჟირებს ტექნიკური მთავრობის თემას, მსურს ავღნიშნო, რომ ტექნიკური მთავრობის ფორმირება სულაც არ არის ასე მიმზიდველი და საკმაოდ დიდ რისკებსაც ატარებს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ტექნოკრატიული მთავრობა ან ტექნიკური მთავრობა (იტალ. gov/ tecnico) მომდინარეობს ტერმინიდან, რომელიც გამოიყენება კაბინეტის მიმართ, რომელიც შედგება ექსპერტებისგან, რომლებიც ოფიციალურად არ წარმიადგენენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ კოალიციას. თუმცა ტექნოკრატია იტალიაში, ისევე როგორც სხვაგან, ხშირად საკამათო უფრო იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის მთავრობები, იქმნება საგანგებო სიტუაციების დროს, როგორც წესი, არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კრიზისის დროს და მიუხედავად იმისა, რომ დროებით ხასიათს ატარებს, და მოქმედებს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ხშირად არადემოკრატიულად და ნაკლებად ეფექტურად უფრო ფასდება, ვიდრე პირიქით.

იტალიის ისტორიაში ამის მაგალითად გამოდგება ევროპის კავშირის ყოფილი კომისარი, მარიო მონტის კაბინეტი, რომელიც იტალიის პრეზიდენტმა, ჯიორჯიო ნაპოლიტანომ დაასახელა. თუმცა, მაშინ იტალიის გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიამ გამოაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ახალ ტექნოკრატიულ კაბინეტს გარკვეული პირობებით. კერძოდ, იმ პირობითი თუ როგორი იქნება ახალი მთავრობის პოლიტიკური პროგრამა და მისი ხასიათი რამდენად თანხვედრი იქნებოდა, თავისი ნებით გადამდგარი, პრემიერ ბერლუსკონის მხრიდან ევროკომისიასთან მიღწეული შეთანხმებისა რეფორმების ხასიათზე. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, კრიზისი მაინც ვერ გადაილახა…

ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი, და ჩვენ შემთხვევაში ვერანაირად ის ვერ ჩაითვლება კონსტიტუციურად თავად მმართველი პარტიის დელეგირების და თანხმობის გარეშე, თუნდაც არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” წაგების და ოპოზიციაში გადასვლის ჰიპოტეტური დაშვების შემთხვევაში. მეორეც, არანაირი ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში არ არის, პირიქით, მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 5.2 პროცენტის ნაცვლად 7.5 პროცენტით გაიზრდება.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სრული აბსურდი, არამედ კონსტიტუციური ველიდან გასვლაც, რაც ძალზე მაღალი პოლიტიკური რისკების მატარებელია გლობალური და რეგიონალური დაძაბულობის მაღალი ტურბულენტობიდან გამომდინარე”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები