ზაალ ანჯაფარიძე – ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე: ეს არის „ცალ ფეხზე მდგომი“ აგენტურის ორგანიზებული აქცია და, რა თქმა უნდა, გარედან დაფინანსებული

თავად აქციის ორგანიზატორთა გაცხადებული მიზანი, რომ „დასავლეთს ვაჩვენოთ……“ უკვე არის იმის მანიშნებელი, რომ ეს არის „ცალ ფეხზე მდგომი“ აგენტურის ორგანიზებული აქცია და რა თქმა უნდა გარედან (ვიცით საიდანაც) დაფინანსებული, – წერს ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე.

მისივე თქმით, აქციაზე მყოფთაგან ბევრი იმასაც ვერ იტყვის რამდენი სახელმწიფოა ევროკავშირში, მაგრამ ისინი წავლენ თუნდაც იმიტომ, რომ „სვეცკი სასტავის“ ტრენდში ჩაეწერონ, ან იმიტომ რომ პროპაგანდამ გააბრუათ. მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა აქცია გადაიზარდოს პროვოკაციებში.

“რამდენიმე სიტყვა დღევანდელ აქციაზე პირობითი სახელით: „ევროპა მინდა….“

ვინ მივა აქციაზე? იგივე შემადგენლობა რაც აპრილ-ივნისის აქციებზე. მათ შორის ბევრი იმასაც ვერ გეტყვით რამდენი სახელმწიფოა ევროკავშირში, მაგრამ ისინი წავლენ თუნდაც იმიტომ, რომ „სვეცკი სასტავის“ ტრენდში ჩაეწერონ, ან იმიტომ რომ პროპაგანდამ გააბრუათ.

თავად აქციის ორგანიზატორთა გაცხადებული მიზანი, რომ „დასავლეთს ვაჩვენოთ……“ უკვე არის იმის მანიშნებელი, რომ ეს არის „ცალ ფეხზე მდგომი“ აგენტურის ორგანიზებული აქცია და რა თქმა უნდა გარედან (ვიცით საიდანაც) დაფინანსებული.

აქციის მონაწილეთა თავების თვლას აზრიც აღარ აქვს. იქნებიან იმდენი, რაც წინა აქციებზე, როდესაც ხალხის უმრავლესობა მაინც ვერ აიყოლიეს. შესაბამისად, ახლაც იხმაურებენ და მერე გაიძურწებიან. ეს შედარებით ოპტიმისტური სცენარი. თუმცა, არსებობს პესიმისტური სცენარიც, რომ აქცია გადაიზარდოს პროვოკაციებში”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები