“ქართული ოცნება“, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში შეხვედრებს განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე – დავით დარჩია, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელ საწარმოებში დასაქმებულებს შეხვდნენ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვისაუბრეთ მშვიდობის და უსაფრთხოების როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის; ჩვენი ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე და საინვესტიციო გარემოზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე. კერძო სექტორის მხარდაჭერა იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მომავალშიც. მჯერა, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

როგორც მერის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონულმა კოორდინატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის პრიორიტეტი არის კერძო სექტორის მხარდაჭერა, რომელმაც უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და უზრუნველჰყოს ქვეყნის სწრაფი განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები