“დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩება ეს ხელისუფლება” – ირმა ჭკადუა

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება უმშვიდესი და არათუ 60%-ით, საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩება ეს ხელისუფლება”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ისაუბრა.

„ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ მშვიდობას, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში არის გარანტირებული, სტაბილურობას. ხელისუფლება როგორც შიდა მტრებს, ასევე ღიად ებრძვის ე.წ. ჩვენს მეგობრებს, რომლებიც უფრო მტრებად გვევლინებიან. ბეწვის ხიდზე გადის ეს ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობს, გვატაროს ისე, რომ არ გადავიჩეხოთ და აღმოვჩნდეთ იმ უბედურებაში, რაშიც არიან უკრაინელები. ჩვენ უნდა მივცეთ ხმა თავისუფლებას, ეროვნულ იდენტობას და ჩვენი ინტერესებით, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ ევროპისკენ. ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ეროვნული იდენტობის, წარსულის, კულტურის დავიწყების ხარჯზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება უმშვიდესი და არათუ 60%-ით, საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩება ეს ხელისუფლება“, – აღნიშნა ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები