მაიკ ჯონსონი – ტრამპი შეუჩერებელია

ტრამპი შეუჩერებელია, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონი დღეს დონალდ ტრამპს მას შემდეგ შეხვდა, რაც ცნობილი გახდა, რომ, სავარაუდოდ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მოკვლა სცადეს.

„მე მოვდივარ მარ-ა-ლაგოდან, სადაც რამდენიმე საათი გავატარე პრეზიდენტ ტრამპთან და მადლობას ვუხდით ღმერთს მისი დაცვისთვის. არცერთ ლიდერს ამერიკის ისტორიაში არ გადაუტანია უფრო მეტი თავდასხმა და არ დარჩენილა ასეთი ძლიერი. ის შეუჩერებელია“, – წერს ჯონსონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები