ზაალ ანჯაფარიძე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებზე: ჯერ მუშაობაც არ დაუწყიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან მათზე უკვე არნახული ბულინგი დაიწყო, ორიოდე დღის წინ მათმა ბულინგმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

,,ოპოზიციური კლასტერი ავრცელებს საკუთარ პარტიულ დღის წესრიგზე მორგებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომ თითქოსდა ცესკოს საოლქო და საუბნო კომისიებში ხელმძღვანელებად ინიშნებიან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხი”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პროვოკატორები, ვითომდა ხმების დაცვის მიზნით, ცდილობენ ცესკოს და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

“ამომრჩეველი ორ ნაწილად იყოფა: აქტიური და პასიური. ამ არჩევნებზე კი გამოჩნდა ამომრჩეველთა მესამე კატეგორიაც – ამრევები, ანუ პროვოკატორები, რომლებიც ვითომდა ხმების დაცვის მიზნით ცდილობენ ცესკოს და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან და დღის წესრიგიდან გამომდინარე.

ოპოზიციური კლასტერი ავრცელებს საკუთარ პარტიულ დღის წესრიგზე მორგებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომ თითქოსდა ცესკოს საოლქო და საუბნო კომისიებში ხელმძღვანელებად ინიშნებიან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხი. შესაბამისად, ჩვენ აქტიური ამომრჩევლებს ისღა დაგვრჩენია, თუნდაც სოცქსელებით მოვახდინოთ რეაგირება, ანუ “გვქონდეს ჩვენი რეაქცია!”

არცერთ მსურველს რეგისტრაციაში ხელი არ შეშლია, ხოლო ნეიტრალიტეტის განმარტება საარჩევნო კანონში არაა  გაწერილი, და არც შუბლზე აწერია ვინმეს. შესაბამისი სერტიფიკატის და გამოცდილების მქონე წევრები პროფესიული ნიშნით შეირჩნენ. მათ ჯერ მუშაობაც არ დაუწყიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან მათზე უკვე არნახული ბულინგი დაიწყო. ორიოდე დღის წინ მათმა ბულინგმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,” – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები