ნიგერიაში წყალდიდობამ ციხის კედლები ჩამოშალა, გაქცუელია 250-ზე მეტი პატიმარი
ნიგერიის ბორნოს შტატის ციხიდან, ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 274 პატიმარი გაიქცა,- ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.
წყალმა სასჯელაღსრულების დაწესებულებების კედლები ჩამოშალა. სახელმწიფო სამსახურის ცნობით, უსაფრთხო და დაცულ დაწესებულებაში გადაყვანისას, სულ მცირე, 281-მა პატიმარმა გაქცევა მოახერხა და შვიდი მათგანი მოგვიანებით დააკავეს.
გაქცეული პატიმრების ძებნა გრძელდება.