საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ

2024 წლის 16 სექტემბერს სტამბულში ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან, ევანგელურ ალიანსთან და კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოსთან თანამშრომლობით, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს შეხვდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქრისტიანულ ეკლესიათა შორის დიალოგის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში ტოლერანტობის განსამტკიცებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

ვიზიტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის – „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები