ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: უსამშობლოთა “რე-ბრენდინგი” დასასრულს მიუახლოვდა, ახლა გასარკვევია 26 ოქტომბერს, როგორ ამთავრებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას – დრამით თუ ტრაგედიით

პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პატრონებისგან ახალი დავალება მიიღო-  გააერთიანოს გახარია და ხაზარაძე, რადგან ცალ-ცალკე მათი რეიტინგი ძალიან დაბალია.

„დააკვდებიან ერთმანეთს – ღალატის ფორმულა გახარია, ხანდაზმული თაღლითები და ლუდოვიკოს ციცა”- წერს ქადაგიძე და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე მარტივი და პროგნოზირებადი იქნება.

„პატრონებმა ახალი დავალება მისცეს,  გახარია და ხაზარაძე გააერთიანე, თორემ “პლინტუსსაც” ვეღარ სწვდებიან რეიტინგებითო!
დააკვდებიან ერთმანეთს – ღალატის ფორმულა გახარია, ხანდაზმული თაღლითები და ლუდოვიკოს ციცა.
მოკლედ, უსამშობლოთა “რე-ბრენდინგი” დასასრულს მიუახლოვდა, ახლა გასარკვევია 26 ოქტომბერს, როგორ ამთავრებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას – დრამით თუ ტრაგედიით?!
კარგია, ასეთი მარტივი და პროგნოზირებადი არჩევნები, საქართველოს ისტორიას
არ
ემახსოვრება!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები