“პარტიებისადმი მოწოდებებით და დამოკიდებულების გამოხატვით, პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას” – გიორგი კახიანი

“პრეზიდენტი პარტიებთან მიმართებით როცა მოწოდებებს აკეთებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, ამით არღვევს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც პარტიული თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს ავალდებულებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანმა სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან მივეჩვიეთ, რომ ის ხშირად არღვევს კონსტიტუციის ნორმებს, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც გამოვლინდა. სამწუხაროდ, არის სხვა შემთხვევებიც, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ფაქტია, რომ მას პრეზიდენტად ყოფნა დიდხანს არ დარჩენია და მისი ასეთი დამოკიდებულება კონსტიტუციასთან მიმართებით, მიუღებელია“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები