შალვა პაპუაშვილი: წავიკითხე ევროკავშირის საგარეო პრესმდივნის განცხადება, რომელშიც სამწუხაროდ, იყო არასწორი ინფორმაცია თითქოს “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი დაჩქარებულად არის მიღებული

ევროკავშირის საგარეო პრესმდივნის განცხადება რეალობას არის აცდენილი, თითქოს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი დაჩქარებულად არის მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციური ცვლილების კანონპროექტი მარტში დაინიიცირდა და მას საზოგადოების სრული მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის ინტერესიდან. წავიკითხე ევროკავშირის საგარეო პრესმდივნის განცხადება, რომელშიც სამწუხაროდ, იყო არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს იყო დაჩქარებულად მიღებული გადაწყვეტილება, რაც არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას. არ ვიცი, საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია. იმედი მაქვს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სრულ ინფორმაციას აწვდის ბრიუსელს. არანაირი დაჩქარებული პროცესი ეს არ ყოფილა. კონსტიტუციური ცვლილების კანონპროექტი მარტში დაინიიცირდა, რომლის ნაწილი და გამეორება ის კანონია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები