ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში – ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა “გადაახიო” თავზე საერთაშორისო თუ ადგილობრივ თაღლითებს, მათი აბსურდული ბრალდებები!
კეზერაშვილისა და ქართველი რადიკალების “ლეღვის ფოთლად” ქცეულ, “ჰელსინკის კომისიას” არ გააგებინოთ ეს ამბავი… საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ (დავით) კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში, რაც ქართულ-ევროპული გამოძიების კვალდაკვალ უმნიშვნელოვანესი ფაქტია, – წერს „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.