როლანდ ნუცუბიძე – გიგიაძესთან დაპირისპირებაზე: დავინახე, რომ ხალხი გამოდის და რაღაც ფურცლები უჭირავთ ხელში, ზოგს პლუსი აქვს გაკეთებული, ზოგს – მინუსი; რა დროს ეგ არის, ყანაა, ვენახია, იმას მიხედეთ მეთქი

დაპირისპირების შესახებ, რომლის დროსაც, ნერვიულობის ნიადაგზე, “ქართული ოცნების” წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა, კომენტარს ოპოზიციონერი როლანდ ნუცუბიძე აკეთებს.

როგორც ნუცუბიძე “ქრონიკასთან” საუბრისას აღნიშნავს, მომხდარის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

“დავინახე, რომ ხალხი გამოდის და რაღაც ფურცლები უჭირავთ ხელში, ზოგს პლუსი აქვს გაკეთებული, ზოგს – მინუსი. რა დროს ეგ არის, ყანაა, ვენახია, იმას მიხედეთ მეთქი. ამ დროს, რას ჰქვია, შენ ეგ თქვიო. შენ გვარამიას აძლევ ხმასო? არ ვაძლევ არავის ხმას და ვუთხარი, საქართველოს მოქალაქეც არ ვარ მეთქი. ამერიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა ვაჩვენე, ამერიკის მოქალაქე ვარ მეთქი. ეგეთი არ მომხდარა არაფერი, ეგ ტყუილი ინფორმაციაა“, – ამბობს ნუცუბიძე.

ოპოზიციონერმა აქტივისტმა, როლანდ ნუცუბიძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად, ნერვიულობის ნიადაგზე, გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები