“ვისაც თავდასხმა სურს ქვეყნის ხელისუფლებაზე, პოლიტიკურ ლიდერებზე და საზოგადოებრივ წესრიგზე, აუცილებლად უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე” – თალაკვაძე სუს-ის გამოძიებას აფასებს

სუს-მა იმოქმედა დროულად, მოახდინა პრევენცია, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დეტალური გამოძიება სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

მისი თქმით, ვისაც ქვეყნის ხელისუფლებაზე და საზოგადოებრივ წესრიგზე თავდასხმა სურს, აუცილებლად უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

„სუს-მა იმოქმედა დროულად, მოახდინა პრევენცია, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დეტალური გამოძიება სჭირდება. ვისაც თავდასხმა სურს ქვეყნის ხელისუფლებაზე, პოლიტიკურ ლიდერებზე და საზოგადოებრივ წესრიგზე, აუცილებლად უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. დაველოდოთ გამოძიებას, მერწმუნეთ ვერავინ შეძლებს ამ გზით საქართველოს კურსი შეცვალოს და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს. ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება“, – აცხადებს თალაკვაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები