სასამართლომ მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ლელა ჯუღელზე ძალადობისთვის 10 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლელა ჯუღელზე ძალადობაში ბრალდებული მომღერალი, არჩილ მეფარიძე სასამართლომ სრულად დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა შკუბულიანმა მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, არჩილ მეფარიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ როგორც ფიზიკურ ძალადობაში, ასევე მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილშიც.
მოსამართლემ მეფარიძეს მუქარის ნაწილში 5 000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო ძალადობის ნაწილში 10 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა, თუმცა, დიდმა სასჯელმა შთანთქა მცირე სასჯელი და საბოლოოდ მას 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.