კახა კალაძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც ხუთი მცირეწლოვნის სიცოცხლე შეეწირა
თბილისის მერი კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც ხუთი მცირეწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა.