ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის გამო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე გარდაცვლილთა ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“სრულიად საქართველო შეძრა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარმა ენით აუწერელმა ტრაგედიამ, რომლის დროსაც ხანძარმა 5 არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის. ყველა ვგლოვობთ ბავშვების ოჯახთან ერთად. მთელს საქართველოს გვიმძიმს სანუგეშო სიტყვების პოვნა.
 მინდა, პირადად ჩემი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების სახელით, გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს”, – აცხადებს
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები