პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს
პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ საკანონმდებლო ორგანოსთან სანთლები აანთეს და სიმბოლურად სათამაშოები მიიტანეს.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.
ამასთან, აქციის მონაწილეები პარლამენტთან უკვე 39-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.