“შემზარავია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედია, სიტყვები უადგილოა” – შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“შემზარავია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედია. სიტყვები უადგილოა. შეგვიძლია მხოლოდ მწუხარება და მათი სულებისთვის ლოცვა.
თანაზიარი ვარ ოჯახის, სანათესავოს, ჩვენი საზოგადოების გლოვის”,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, გუშინ დილით მოხდა.