საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე გამოცხადდა
საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 5 მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას შეშის ღუმელის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია.
გაჩენილი ხანძრის გამო, ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.