ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით არაერთი პირი გამოიკითხა. ხოლო, მათ ვინც სუსში გამოკითხვაზე უარი თქვეს, გამომძიებლების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით საქალაქო სასამართლოში უპასუხეს.
საქმე გრიფით საიდუმლოა, გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.