ტაიფუნის შედეგად, ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს, საწვავით დატვირთული გემი იძირება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, გემზე 1.5 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული საწვავია განთავსებული.
ამასთან, გემ MT Terra Nova-ზე მყოფი ეკიპაჟის ერთი წევრი ზღვაში დაიკარგა, დანარჩენი 16 მეზღვაური კი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.
მედიის ინფორმაციით, გემიდან გადაღვრილი საწვავი 2 საზღვაო მილის არეალში გავრცელდა.
ინფორმაციისთვის, ტაიფუნი „გაემი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს გუშინ დაატყდა თავს.