ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად,სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაახლოებით 19 ადამიანი იმყოფებოდა Saurya Airlines-ის რეისში, რომელიც პოხარაში მიემართებოდა, პოპულარული ტურისტული ადგილისკენ.
საცდელ რეისზე მყოფი თვითმფრინავის ბორტზე Saurya Airline-ის 17 ტექნიკური თანამშრომელი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა.
გავრცელებული ცნობით, ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდება.
შემთხვევის შემდეგ ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები.