პარიზში, კაფეს ტერასას მანქანა დაეჯახა – დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი

პარიზის ჩრდილოეთში, მე-20 ოლქში, მანქანა კაფეს ტერასაზე შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, დაშავებულთა შორის სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

აღსანიშნავია, რომ მძღოლი დაღუპულთა შორის არ იყო – ის ინციდენტის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.

ადგილობრივი პოლიციის ვარაუდით, მანქანაში მჯდომი ადამიანი სასმლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები