სტიქიამ ბაღდათის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა.
ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა.
ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა და კომპანია „ზეკარის“ ტერიტორია დატბორა.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი და სხვა ოფიციალური პირები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.