ვარკეთილში, ორი პირის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში, ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მის გათავისუფლებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს  ბრალდება დღეს წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 5 ივნისს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები